სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორი დღითიდღე განაგრძობს განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზარდი მშენებლობის ტემპის ფონზე მთლიანად ეკონომიკაზე.
დღევანდელი ანალიზისათვის შერჩეულია ორი სამშენებლო მასალებით მოვაჭრე კომპანია ციტადელი და ნოვა. ზომის მიხედვით ორივე კომპანია წარმოადგენს პირველი კატეგორიის საწარმოს და ორივეს საოპერაციო ძირითად საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. 2022 წელს, ციტადელის შემოსავლებმა 186 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 7 მილიონით გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ციტადელის შემოსავლები თითქმის 180 მილიონ ლარს შეადგენდა. ნოვას შემოსავლები 2022 წელს ციტადელთან შედარებით ნაკლებია და 161 მილიონს შეადგენს, რაც ნოვას 2021 წელთან შედარებით შემცირებულია 4.7 მილიონით, რადგან 2021 წელს ნოვას შემოსავლები 165 მილიონ ლარს შეადგენდა.
ორივე კომპანია შემოსავლების განსხვავებულ ჩაშლას გვთავაზობს. 2022 წელს ციტადელის შემოსავლებს 82% მოდის სამშენებლო მასალების რეალიზებაზე, ტექნიკის რეალიზებაზე 13.6%, მიწისა და ტექნიკის ქირიდან შემოსავლების 3.2% ხოლო სხვა დანარჩენი პროდუქტებისა და მომსახურებიდან მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 0.9% იღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ტექნიკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია 3 მილიონით, სამშენებლო მასალების გაყიდვების რაოდენობა კი თითქმის უცვლელი დარჩა. ციტადელის ფინანსური ანგარიშგებიდან შეგვიძლია, თითოეული პროდუქციის თვითღირებულების გათვალისწინებით გავიგოთ, რა არის ამ პროდუქციის ტიპის გაყიდვის შემდეგ მიღებული საერთო მოგება. კერძოდ
სამშენებლო მასალების რეალიზება ციტადელისათვის წარმოადგენს ძირითადი შემოსავლის წყაროს, შესაბამისად აბსოლუტურ მონაცემებში საერთოო მოგებაც სწორედ სამშენებლო მასალებიდან ლიდერობს და 2021 წელს შეადგენდა 21 მილიონს, 2022 წელს კი თითქმის 16 მილიონს. შემცირებულია ასევე საერთო მოგების მარჟის კოეფიციენტი, 12.1% დან 8.5%-მდე. აღნიშნული მაჩვენებელში აისახება სწორედ აბსოლუტური ნიშნულის შემცირების ახსნა, რადგან რეალიზებული საქონლის ოდენობა თითქმის არ შეცვლილა, აღნიშნულ პროდუქციაზე არსებული ფასნამატი კი შემცირებულია, შესაბამისად შემცირებულია საერთო მოგებაც. შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზეა ტექნიკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, აღნიშნული შემოსავლები საერთო მოგების აბსოლუტურ ნიშნულში მეორე ადგილზე არის, მაგრამ ტექნიკის რეალიზების საერთო მოგების მარჟა მცირეა და 3.9% 2021 და 4.1% 2022 წელს შეადგენდა. საერთო მოგებაში ყველაზე დაბალი წილი მაგრამ ყველაზე დიდი საერთო მოგების მარჟა მიწისა და ტექნიკის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს აქვს, კერძოდ 2021 წელს საერთო მოგების მარჟა 8.4% 2022 წელს კი 12.4%, ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა თუმცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1.8 მილიონი და 3.1 მილიონია წლების შესაბამისად. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საერთო მოგების კალკულაციებში არ არის გათვალისწინებული ცვეთა, შეძენილი მომსახურებები და სხვა თვითღირებულების ხარჯები, პროდუქტების საერთო მოგების დასათვლელად გამოყენებულია მხოლოდ პირდაპირი ხარჯები, რაც დაკავშირებულია კონკრეტული პროდუქტის გაყიდვასთან. შესაბამისად, მთლიანი საერთო მოგება განსხვავდება ანალიზის შედეგად მიღებული რიცხვებისაგან.
ნოვა კი თავისი შემოსავლების განსხვავებულ ჩაშლას გვთავაზობს, 2021 წელს შემოსავლების 53% მომწოდებლისგან მიღებული პროდუქტის რეალიზებისგან შედგებოდა, აღნიშნული მაჩვენებელი აბსოლუტურ მონაცემებში 91 მილიონს შეადგენდა, 2022 წელს კი შემცირდა 84 მილიონ ლარის რეალიზებამდე, მაგრამ მთლიან გაყიდვებში ასეთი პროდუქციის პროპორციული წილი 55% მდე გაიზარდა, რაც მთლიანი გაყიდვების შემცირებით არის გამოწვეული. წარმოებული პროდუქციის რეალიზება კი მეორე ადგილზეა მთლიან შემოსავლებში 2021 და 2022 წლებში თანაბარ 72 მილიონ ლარს შეადგენდა მთლიან შემოსავლებში კი 45-44% იანი წილი უკავია. შესაბამისად წარმოების დონე 2021 წლიდან 2022 წლამდე არ არის შეცვლილი, ასევე გაზრდილია კონსიგნაციიდან მიღებული შემოსავალი. როგორც ფინანსურ ანგარიშგებიდან ირკვევა ნოვა ძირითადად საბითუმოდ ვაჭრობს, კერძოდ მთლიან შემოსავლებში 2021 წელს 72% პროდუქციის გაიყიდა საბითუმო, 25% კი საცალოდ დანარჩენი კი კონსიგნაციას და ექსპორტს უკავია, თუმცა მათი წილი საკმაოდ მცირეა მთლიან გაყიდვებში. 2022 წელს მთლიან შემოსავლებში საბითუმო გაყიდვების წილი 82% მდეა გაზრდილი, საცალო გაყიდვები კი შემცირებულია 16%- მდე
ხელფასების კოეფიცენტის მიხედვით ნოვა ლიდერობს, 2021 წელს ადმინისტრაციული ხელფასების წილი მთლიან შემოსავალში ორივე კომპანიას 1.7% აქვს 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2.3% მდე იზრდება ნოვაში, 1.8% მდე ციტადელში. კომერციული ხელფასების კოეფიციენტით ნოვას 2021 წელს 3.9% ქონდა მთლიანი შემოსავლების ციტადელს კი 3.7%. 2022 წელს კი აღნიშნული კეოფიცეინტი ნოვაში 7.4% მდე, ციტადელში კი 4.9% მდე გაიზარდა შესაბამისად ჯამურად ნოვას ჯამური სახელფასო ფონდი მთლიან შემოსავლებში 5.6% შეადგენდა 2021 წელს, 9.8% კი 2022 წელს, ციტადელში კი 5.3% შეადგენდა 2021 წელს 6.7% კი 2022 წელს. ეს ნიშნავს, რომ ციტადელი ახერხებს პროპორციულად შედარებით დაბალი ადამიანური რესურსის ჩართულობით მაღალი შემოსავლების დაგენერირებას. ორივე კომპანიის თანამშრომლების ოდენობა უცნობია, შესაბამისად რთულია მონაცემების შედარება, რადგან შეიძლება რომელიმე კომპანიაში არსებითად მეტი თანამშრომელი იყოს დასაქმებული და საშუალო ხელფასი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ან პირიქით ტოლი იყოს.
თვითღირებულების შემდეგ, ყველაზე დიდი გავლენა კომპანიის მომგებიანობაზე სწორედ სახელფასო ხარჯებს აქვთ, მაღალი სახელფასო ხარჯების კოეფიციენტმა, ნეგატიური გავლენა იქონიო ნოვას მომგებიანობაზე, 2021 წელს ნოვას წმინდა მოგება 2.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 2.5 მილიონ ლარს რაც შემოსავლებთან მიმართებაში სულ რაღაც 2% წმინდა მოგების მარჟის ტოლფასია, რაც შეეხება ციტადელს. მისი წმინდა მოგების მაჩვენებლები შედარებით მაღალია, ვიდრე ნოვა. 2021 წელს ციტადელის წმინდა მოგების მაჩვენებელი 16 მილიონი იყო, 2022 წელს კი შემცირდა და 8,6 მილიონ ლარს შეადგენდა. მიუხედავად ასეთი შემცირებისა წმინდა მოგების მარჟის თვალსაზრისით ციტადელის წმინდა მოგების მარჟა 9% 2021 წელს და 5% 2022 წელს შეადგენდა. რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით.
მომგებიანობის ალტერნატიულ საზომად მოაზრება EBITDA (შემოსავლები საპროცენტო, საგადასახადო ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებამდე). აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია ბიზნეს ინსაიდერის გუნდის მიერ და წარმოადგენს კომპანიის საოპერაციო მოგების მაქსიმალურად მიახლოებულ მაჩვენებელს. რის მიხედვითაც ნოვა 2021 წელს 10 მილიონ საოპერაციო მოგებას (EBITDA) აგენერირებს, 2022 წელს კი 9.6 მილიონს რაც შემოსავლების 6% შეადგენს ყოველწლიურად, ციტადელის მაჩვენებელი კი 2021 წელს 18 მილიონი, 2022 წელს კი 10 მილიონს შეადგენდა, EBITDA მარჟა 2021 წელს 10% შეადგენდა, 2022 წელს კი უფრო ნაკლებს, ვიდრე ნოვა, კერძოდ 5%.
ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი
უახლესი
10 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა11 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება