დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია! - ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია! - ბიძინა ივანიშვილი

23-10-2024 20:41:00

თბილისში ყველაზე უკეთ იგრძნობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გულისცემა და დიდწილად სწორედ თბილისი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში.

მან გაიხსენა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები და აღნიშნა, რომ არათუ საპროტესტო აქციის გამართვას, არამედ, რამდენიმე ათეული კაციც კი ვერ ბედავდა ქუჩაში გამოსვლას. თუმცა, ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში.

„კარგად მახსოვს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები, როდესაც თბილისში, სადაც ხშირად სწორედ ქუჩაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები, ქუჩაში ხალხის შეკრებასა და საპროტესტო აქციის გამართვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, რადგან 15-20 კაციც კი ვერ ბედავდა გამოსვლას.

აი, ამგვარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ერთიანობამ და გამბედაობამ შეგვაძლებინა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბედი წაღმა დატრიალდა!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები