„ყოველ ცისმარე დღეს ჩვენი ბანკის საქმეზედ დავრბივარ... ამ ბანკის საქმეს ყველაფერი შევწირე: შენი მშვიდობა, ჩემი მშვიდობა, ჩვენი უზრუნველი ცხოვრება, ჩემი სახელი, ჩემი კარიერა“, - ასე უზიარებდა ბანკის დაარსების იდეით შეპყრობილი #ილიაჭავჭავაძე თავის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს საკუთარ ფიქრებსა და განცდებს პეტერბურგიდან.
187 წელი შესრულდა თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან!
2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს #ბანკირისდღე აღინიშნება. ბანკირთა პროფესიული დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.
20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის პორტრეტია გამოსახული.
უახლესი
22 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა