ქვეყანამ უნდა განახორციელოს 85 მილიონი ლარის ინვესტიცია, რათა ქუთაისის აეროპორტმა სრულყოფილად შეასრულოს თავისი მისია,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს უნდა იყოს სრულყოფილი აეროპორტი არა მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით, არამედ ის პოტენციალი რაც ქუთაისს გააჩნია კარგო ლოგისტიკური ცენტის კუთხით უნდა შესრულდეს.
ამისთვის ჩვენ გვჭირდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ არსებულს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების გარეშე მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. ამიტომ პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლოს გვექნება პროექტი, რომლის შესაბამისადაც ჩვენ შევარჩევთ მშენებელ კომპანიას.
18 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძეც იქნება 3,5 კილომეტრი და ეს ნიშნავს, რომ ყველა ტიპის ხომალდი შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც - პანდემიამდე, 2019 წლის ივლისის პერიოდთან შედარებით, 2023 წელს რეისების რაოდენობა 94%-ით არის გაზრდილი.
უახლესი
51 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება