17 აგვისტოს ჩათვლით, შეარჩიე საზაფხულო საკითხავი სტუდენტურ ბარათთან ერთად. ესტუმრე ბიბლუსის ნებისმიერ ფილიალს და შეიძინე 5 შერჩეული წიგნი, თითოეული მხოლოდ 10 ლარად:
არ დაგავიწყდეს აირჩიო საქართველოს ბანკის ტერმინალი.
„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია წიგნი გახადოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. უკვე 15 წელია „ბიბლუსი“ ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას, „ბიბლუსს“ დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
"ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია. „ბიბლუსში“ წიგნებთან ერთად წარმოდგენილია სასკოლო-საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ელექტრო აქსესუარები, დეკორი, საახალწლო აქსესუარები, სათამაშოები, წიგნისა და ელექტრო აქსესუარები.
კომპანიის არსებობის 15 წლის მანძილზე, „ბიბლუსმა“ შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 80-მდე ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი.
“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია წიგნების მაღაზიათა ქსელის - „ბიბლუსის“ გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და „XS Toys“-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“. ჯგუფი ჯამში საქართველოში 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.
2022 წლის დეკემბერში „ბიბლუსი ჯგუფმა“ სათამაშოების ქსელის “XS Toys” მაღაზია სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში გახსნა, რაც „ბიბლუსი ჯგუფის“ ქსელის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია. სამომავლოდ ჯგუფი ევროპულ ბაზარზე აქტიურ განვითარებას გეგმავს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი