დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
100%-ით ეკომეგობრული გავხდით - „ტენე“

100%-ით ეკომეგობრული გავხდით - „ტენე“

12-12-2023 10:50:35

„კრაფტ" შეფუთვაზე გადასვლის შემდეგ ,,ტენემ" აღიარა, რომ აქამდე გამოყენებული პროდუქცია - ლამინირებული ცარცი არაეკოლოგიურია, რის გამოყენებითაც კომპანიამ შეცდომა დაუშვა, თუმცა ამ დროისთვის გამოსწორებულია და იგი უკვე 100%-ით ეკომეგობრული კომპანია, რის ნიშაც სამართლიანად უჭირავს ბაზარზე.

,ჩვენი ახალი შეფუთვა 100-ით ბიოდეგრადირებადია. ,,ტენე" იდენტობა თავიდან ბოლომდე გულახდილია, თამამად ვსაუბრობთ როგორც შეცდომებზე, ისე წარმატებაზეც, რის გამოც შეგვიყვარა მომხმარებელმა და გვენდობა. შეცდომად მივიჩნევთ ფაქტს, რომ ვაწვებით ეკომეგობრულ მიმართულებას და ამ დროს ჩვენს მიერ გამოშვებული კაბელები დამზადებული იყო ლამინირებული ცარცისგან,  რაც არ იხრწნება, პოლიეთილენს შეიცავს. გამოდის, რომ კი, შიგთავსი მეორადი პროდუქციაა, მაგრამ შეფუთვა - არა, ე.ი.  ჯანსაღი არ არის, ამიტომ ეს ხარვეზი გამოვასწორეთ, გავაკეთეთ  ე.წ. ,,კრაფტი", რაც უკვე ნატურალური პროდუქციაა. შესაბამისად, ტენე" დღეს 100%-ით ეკომეგობრული კომპანიაა", - აცხადებს  Business Insider Gerogia- თან ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა ონიანი.

მისი თქმით, ,,ტენე" თავისი საქმიანობით უწყობს ხელს, რომ პლასტმასა და სხვა მძიმე საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავსაყრელზე არ მოხვდეს.

ბექა ონიანი ასევე აცხადებს, რომ ყველა პლასტმასას, რომელსაც მომხმარებლისგან ,,ტენე" იბარებს, საკუთარ წარმოებაში არ იყენებს.

,,ყველა პლასტმასა სხვადასხვა შემადგენლობისაა და გამოსადეგი არ არის, მაგრამ ყველას ვიბარებთ. რის გადამუშავებასაც ჩვენ ვერ ვახდენთ, არიან მეგობარი კომპანიები, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვაწვდით ნედლეულის ნაწილს ანუ რასაც ვერ ვამუშავებთ, გადავამისამართებთ. არც ერთი პლასტმასა, რომელიც ჩვენამდე აღწევს, ნაგავსაყრელზე არ ხვდება, ამ მიდგომას პრინციპულად ვინარჩუნებთ", - აცხადებს ბექა ონიანი.

როგორც ,,ტენეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, ნარჩენის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გლობალური პოტენციალი. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები