დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება

21-04-2023 13:30:22

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა შეასრულა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 667 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის შედეგად ჯამში 46 336 281 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც უძრავი ქონების საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 28 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 29 552 567 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონებას:

 

 N

უძრავი ქონება

საკადასტრო კოდი

საწყისი ფასი

გამარჯვებული

 

 

1

ქალაქ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

01.72.14.013.345

4,310,000.00

სს ჩაჩავას კლინიკა (203827608)

 

 

2

ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

02.07.01.512;  02.07.01.513

3,140,000.00

შპს ჯეოსთილი (216425919)

 

 

3

ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა

01.10.08.005.123

1,345,000.00

გივი შავერდაშვილი

 

 

4

ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

01.72.14.013.140

1,982,000.00

შპს გიო 2010 (401943607)

 

 

5

ქალაქ თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

01.19.15.001.117

1,915,000.00

შპს ჯი-თი გრუპ (200119923)

 

 

6

ქალაქ თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1  შენობა-ნაგებობა

01.11.13.002.244

1,500,000.00

დავითი ჯიმშელაძე

 

 

7

ქალაქ თბილისში, მოსკოვის გამზირის N25-ის მიმდებარედ არსებული 6357.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული N1- N3  შენობა-ნაგებობები

01.17.11.008.217

1,105,000.00

შპს Geovoice

(406046844)

 

 

8

ქალაქ რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა

02.07.02.899

1,065,000.00

შპს ჯეოსთილი (216425919)

 

 

9

ქალაქ თბილისში, ლიბანის II ჩიხის მიმდებარედ არსებული 3529.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

01.11.02.005.012

477,000.00

შპს ენსო

(406320217)

 

 

10

ქალაქ თბილისში, ჭირნახულის ქუჩა N16-ში (ნაკვეთი 03/022) მდებარე 11408.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

01.19.27.003.130

1,027,500.00

შპს ფრანკო

(431171199)

 

 

 

               

მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების გაყიდვას აუქციონის წესით. ამ მიმართულებით ჯამში გამოცხადებული იყო 9147 აუქციონი, შედეგად გეგმით გათვალისწინებული 1 875 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ 2 965 647 ლარის ღირებულების მოძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. სააგენტო მომავალშიც აქტიურად შეთავაზებს დაინტერესებულ პირებს მათ საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე მორგებულ სხვადასხვა სახელმწიფო აქტივს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები