დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1-ელ აგვისტოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება

1-ელ აგვისტოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება

28-07-2023 16:02:52

1-ელ აგვისტოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება. სახელმწიფო ხაზინის ინორმაციით, პირველი აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD24201376) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 3.5 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC27127058) განათავსებს.

სახაზინო ობლიგაციების (GETC27127058) აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები