Jobs.ge-ზე იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 42,075 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული, 2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 7,799 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 46.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 121.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 10,978 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 9,919 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.2%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 99.9%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უახლესი