დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯივიპის სასწავლო აკადემიისა და USAID-ის  თანამშრომლობა ავტორიზებული პროფესიული სასწავლო პროგრამების  განსახორციელებლად

ჯივიპის სასწავლო აკადემიისა და USAID-ის თანამშრომლობა ავტორიზებული პროფესიული სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად

23-05-2024 13:34:00

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და USAID-ის პროგრამას  ,,დამსაქმებლები   პროფესიული განათლებისთვის"  შორის გაფორმდა პარტნიორობის  შეთანხმება,  რომლის  ფარგლებშიც,  ჯამურად  515,537 აშშ დოლარის  ინვესტიცია განხორციელდება.

ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში  ავტორიზებული, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, პროფესიული პროგრამების   შექმნა და დანერგვა.

პარტნიორობა ითვალისწინებს ინოვაციური მიდგომების შექმნასა  და კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და   მაღალ ანაზღაურებად დასაქმების  შესაძლებლობებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.  

ჯივიპის სასწავლო აკადემიაში ავტორიზებული პროგრამების შესამუშავებლად და  დასანერგად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ჰიდრო-ინჟინრები და ექსპერტები.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის და USAID-ის თანამშრომლობის  ფარგლებში,  წყალმომარაგებისა  და წყალარინების ექსპლუატაციის ავტორიზებულ პროგრამებში  ჩაერთვებიან წყალმომარაგების სფეროში კარიერის დაწყებით დაინტერესებულ პირები, რომელთაც  ჯივიპი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას შეუქმნის. ასევე, ავტორიზებული გადამზადების პროგრამებით კვალიფიკაციას აიმაღლებენ კომპანიის არსებული თანამშრომლები შემდგომი კარიერული განვითარებისმიზნით.                                             

2024-2025 წლის განმავლობაში გადამზადებას გაივლის 90 ბენეფიციარი. პროცესი სრულად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრის ბაზაზე განხორციელდება. 

USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ უკვე გააფორმა 60-ზე მეტი პარტნიორობა დამსაქმებლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ტრანსპორტის, სამშენებლო, ლოჯისტიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სტუმარმასპინძლობის, მომსახურების და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში.

ჯივიპისა და USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის"  პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში წყალმომარაგების სფეროს   განვითარებისა და დარგში კვალიფიციური სამუშაო ძალის შესაქმნელად.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები