დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯივიპიმ  2024 წლის პრიორიტეტული  საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

ჯივიპიმ 2024 წლის პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

12-07-2024 15:37:00

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო. 

 

ჯივიპი პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აახლებს 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების  მაგისტრალურ ქსელებს.  ასევე, განახლებულ ქსელზე დამონტაჟდება 133 ერთეული ჩამკეტ - მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 16 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 81 ერთეული საკვანძო ჭა. წყალმომარაგების ქსელის სრულად განახლების შემდეგ საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.

 

"Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების  ინდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე  წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობა იწვევდა  ისნის, სამგორისა და კრწანისის რაონების 128,000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7  მაგისტრალური წყალდენის რეაბილიტაციის შედეგად  თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება."-  გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.

 

,,დღეს კომპანია ჯივიპიმ დაიწყო გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია, რაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა არა მხოლოდ სამგორის, არამედ,ზოგადად, თბილისისთვის.  ამ ქუჩაზე არსებული რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია,  ხშირი ავარიები, შესაბამისად, იწვევდა ათასობით აბონენტისათვის წყალმომარაგების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას. ამის გარდა, კომუნიკაციების ავარიულობამ დააზიანა გზების მდგომარეობა, ზოგიერთ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილებაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მას შემდგომ, რაც ჯივიპი დაასრულებს სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი სრულად მოახდენს გზის და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. 

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, კახა კალაძეს, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ საკითხის მოგვარებაში და ჯივიპის ახალ ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება", -  განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა  რევაზ სოხაძემ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები