დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯივიპი გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს

ჯივიპი გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს

26-09-2024 19:46:00

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლისსაინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზემასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩისწყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისმეორე ეტაპს ასრულებს. ახალ ქსელზეგადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე,  სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი დაჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე.


პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციოსამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებშისრულად განახლდება  12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინებისმაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობასაკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.


"გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. ჯივიპიმართლაც უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოებს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელისრეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და შედეგადქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება." - რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატი.


მიმდინარე ეტაპზე გახოკიძის ქუჩაზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძისწყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელიქსელები, დამონტაჟდა 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 7  ერთეულისახანძრო ჰიდრანტი.


"Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფიქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა დადაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულიგანახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე  წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობაიწვევდა  ისნის, სამგორისა და კრწანისის რაონების 128 000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირშეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7  მაგისტრალურიწყალდენის რეაბილიტაციის შედეგად  თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდებაწყალმომარაგება. "- გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები