თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებაზე.
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ხატია წილოსანი, ჰერმან საბო, ალექსანდრე ელისაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი დაესწრნენ.
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა