დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯანსაღი სასმელების კომპანია“ წარმოებას აფართოებს და ჰენკას კომბუჩას გემოებს ამატებს

„ჯანსაღი სასმელების კომპანია“ წარმოებას აფართოებს და ჰენკას კომბუჩას გემოებს ამატებს

09-06-2023 10:00:27

ჰენკას კომბუჩა (ფერმენტირებული ჩაი), რომელსაც  „ჯანსაღი სასმელების კომპანია"  აწარმოებს და ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა თანდათან უფრო გაყიდვადი პროდუქტი ხდება. ამას კომპანიის წარმოების ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს.

როგორ Business Insider Georgia-თან „ჯანსაღი სასმელების კომპანიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა კაპანაძემ განაცხადა, დღეს კომპანია თვეში 25 ათას ბოთლ სასხმელს აწარმოებს, მაშინ როდესაც 2021 წელს თვეში წარმადობა 3 ათასამდე ბოთლი იყო. 

„შესაბამისად გადავწყვიტეთ საწარმოს გაფართოება“, - აცხადებს ზურა კაპანაძე.

მისივე განმარტებით, კომპანამ საწარმოს ასაშენებლად მიწა უკვე შეიძინა, სადაც საწარმოს აშენებას გეგმავს.  

„მიწა უკვე შევიძინეთ, ნატახტარის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობა 600-700 ათას დოლარს შეადგენს. ახლა საწარმოს მშენებლობის ნებრთვას ველოდებით და დაახლოებით ერთ კვირაში სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, - ამბობს კაპანაძე.

ახალი საწარმოს გახსნის პარალელურად ემატება „ჰენკას კომბუჩას“ გემოებიც.

„წლის ბოლომდე დავიწყებთ „ჰარდკომ ბუჩას“ წარმოება, ეს არის კომბუჩა, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. არსებულ გემოებს, რაც შეეხება გვაქვს 6 გემოს კომბუჩა, 2 ალკოჰოლური გემო და 2 საბავშვო: შოკოლადისა და მარწყვის“, - ამბობს ზურა კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ „ჰენკას კომბუჩა“ ფერმენტირებული ჩაია, რომელიც დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები