ივლისიდან ახალციხეში 5 ვარსკვლავიანი დონის სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნება, რომელიც რაბათის ციხიდან 2 კმ-ში, ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სასტუმროს მშენებლობა მალე დასრულდება.
სასტუმრო 115 ნომერზეა გათვლილი, სადაც სპა-ცენტრიც განთავსება.
როგორც „ბიზნეს ინსაიდერთან“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და ზაფხულის სეზონისთვის მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება კიდეც.
რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ზუსტი ციფრები დათვლილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ 15-დან 20 მლნ ლარამდე იქნება.
ადგილი სადაც „ახალციხე ინნი“ შენდება Inn Group-მა აუქციონის წესით იყიდა და ადრე აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა იყო განთავსებული.
დღეისათვის Inn Group-ი სასტუმროებს ფლობს თბილისში - „ივერია ინნ“ და „როიალ ინნ“, გუდაურში - „გუდაური ინნ“, ქუთაისში - „ქუთაისი ინნ“, გორში - „გორი ინნ“და ბაკურიანში - „ბაკურიანი ინნს“.
უახლესი
26 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს45 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”