დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IV კვარტალში ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა

IV კვარტალში ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა

21-03-2023 11:35:09

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 20.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.7 % შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წლის IV კვარტალში 10.0 %-ით განისაზღვრა.

2022 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (33.2 %), ინფორმაცია და კომუნიკაცია (60.9 %), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ა

ვტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.1 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.9 %), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (5.0 %).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-8.7 %), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-8.8 %), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 %) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.2 %).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7 %) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 %), მშენებლობა (10.0 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 %), სახელმწიფო მმართველობა (6.1 %), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.3 %), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.1 %). მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე.

წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2023 წლის ნოემბერში 2022 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2022 წლის კვარტალური მაჩვენებლები.

შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2023 წლის 15 ნოემბერს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები