30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გორგიაში იტალიური დღეებია დაგეგმილი. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის იტალიური პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. ფასდაკლებები იმოქმედებს იტალიური პროდუქციის თითქმის სრულ ასორტიმენტზე და გავრცელდება, როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინაც GORGIA..GE- ზე.
ჰიპერმარკეტი მომხმარებელს იტალიური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რომელიც ყველა ფილიალში არის წარმოდგენილი. იტალიური დღეების ფარგლებში გნსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს არისტონ ჯგუფის ბრენდის Chaffoteaux-ის გათბობის ქვაბებსა და რადიატორებზე. არისტონ ჯგუფის გათბობის ქვაბები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, აქვს ელექტრო ენერგიის დაზოგვის ფუნქცია და სიმძლავრის ელექტრონული კონტროლი. სწრაფად აღიქვამს შეცდომებს, რაც გნაპირობებს უსაფრთხოებას. გორგიაში იტალიურ ქვაბებზე მოქმედებს 5 წლიანი გარანტია. რაც შეეხება რადიატორებს, მათი წარმოება ენერგოეფექტური და ეკომეგობრულია, რაც გორგიასთვის, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. იტალიური რადიატორები გამოირჩევა მაღალი თბოეფექტურობით და აქვს 10 წლიანი გარანტია.
იტალიური დღეების ფარგლებში გორგიაში მოსულ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ არისტონ ჯგუფის ქვაბები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად. აქ მათ დახვდებათ - Alixia Ultra C 18kw FF NG საკვამურით 1720 ლარად, Inoa Green 24 KW საკვამურით - 2113 ლარად, PIGMA ULTRA 30KW FF NG საკვამურით - 2150 ლარად, სექციური რადიატორი 30 ლარად. აქცია ვრცელდება გათბობის ქვაბებისა და რადიატორების ნაწილებზეც.
ეს, რა თქმა უნდა, შეთავაზებების მცირე ჩამონათვალია. გაითვალისწინეთ, რომ აქცია ვრცელდება როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ ჰიპერმარკეტშიც – www.gorgia.ge
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. ის 9 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
უახლესი