კომპანიების რელოკაციის შემდეგ საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წელს IT სექტორში 14 164 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 7,192 ლარს შეადგენდა.
დასაქმების და ხელფასების ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წლიდან, როცა საქართველოში კომპანიების რელოკაცია მოხდა.
2022 წელს IT სექტორში 9 621 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 6 118 ლარი შეადგინა.
2021 წელს IT სექტორში დასაქმებული იყო 3,261 ადამიანი, ხოლო საშუალო ხელფასი 3,082 ლარს შეადგენდა.
„შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად დასაქმებულებზე ნაწილდება, რაც ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. IT სექტორში მაღალი ხელფასები საშუალო კლასის ფორმირების წინაპირობაა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality