ისთ ფოინთში მეორე ფაზის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-ს ისთ ფოინთში განუცხადეს, ახალი სივრცე მოიცავს 15.000 კვ/მ კომერციულ ფართსა და დამატებით 700 ადგილს პარკირებისთვის. მშენებლობის დასრულებისას, 2024 წელს, ახალი სივრცე სრულად იქნება დაკომპლექტებული სხვადასხვა ტიპის მაღაზიებითა და კვების ახალი ობიექტებით.
გაფართოების პარალელურად ისთ ფოინთი ახალი ბრენდების შემოყვანაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ბრენდებთან, თუმცა ჯერ კონკრეტულად რაიმე ბრენდის დასახელება არ შეგვიძლია“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს ისთ ფოინთში.
„ისთ ფოინთი შოპინგისა და გართობის ქალაქია, რომელიც მოიცავს 72.000 კვ/მ-ს და აერთიანებს 250-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებს, კინოს, გასართობ ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებს, ასევე პარკინგს 3000-ზე მეტი ავტომობილისთვის.
უახლესი