ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ორშაბათს, 9 ოქტომბერს, სავალუტი აუქციონზე ისრაელის შეკელი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. ამას მოწმობს საფონდო ბირჟის მონაცემები.
ყველაზე დაბალ წერტილზე კურსმა დოლართან 3,9333 შეკელს მიაღწია.
შეკელის შესუსტების ფონზე ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ბაზრების სტაბილიზაციისთვის 30 მილიარდ დოლარამდე რეზერვების გაყიდვა გადაწყვიტა, იუწყება Bloomberg ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ისრაელის ცენტრალური ბანკის მიზანია უახლოეს პერიოდში შეკელის კურსის ცვალებადობის შერბილება და საჭირო ლიკვიდურობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
გამოცხადებული ღონისძიება, ორი წლის განმავლობაში ისრაელის ბანკის პირველი ინტერვენცია იქნება. გარდა რეზერვების გაყიდვისა, ცენტრალური ბანკი სვოპების მეშვეობით ბაზარზე 15 მილიარდ დოლარამდე ლიკვიდობასაც მიაწვდის.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი