ისრაელში ტერორისტული ორგანიზაცია„ ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ინფორმაციას BBC ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია 600 ადამიანი, 100 კი გატაცებულია. დაჭრილთა რაოდენობა 2 ათასს აღემატება.
თავის მხრივ, პალესტინის მთავრობაში აცხადებენ რომ ღაზაში ისრაელის საპასუხო შეტევას სულ მცირე 370 ადამიანი ემსხვერპლა. 2 200-მდე ადამიანი დაჭრილია.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი