დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელის ინვეტიციები საქართველოს ეკონომიკაში - სტატისტიკა

ისრაელის ინვეტიციები საქართველოს ეკონომიკაში - სტატისტიკა

28-08-2023 13:30:14

ბოლო წლების სტატისტიკით ისრაელიდან საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2022 წელს - $35.1 მილიონი, ხოლო 2018 წელს $0 ინვესტიცია განხორციელდა. 

ისრაელი 2022 წელს საქართველოს TOP - ინვესტორებში მე-13-ეა. 

თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით სახეზეა, რომ ისრაელიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი პანდემიის დროსაც მზარდი იყო. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისრაელიდან 2016-2022 წლები. წყარო საქსტატი

  • 2016 წელი - $2,5 მილიონი;
  • 2017 წელი - $6,7 მილიონი;
  • 2018 წელი - $0 მილიონი;
  • 2019 წელი - $25,5 მილიონი;
  • 2020 წელი - კლება $13,2 მილიონი;
  • 2021 წელი - კლება $26,7 მილიონი;
  • 2022 წელი - $35,1 მილიონი. 

2022 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ისრაელიდან უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და $15 მილიონი შეადგინა. მეორეა საფინანსო სექტორი $8,4 მილიონით და მესამეა სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესი $5,1 მილიონი ინვესტიციით. 

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები