დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელიდან ტურისტების ნაკადი შეწყდა - „ბანგურიანი მესტიაში“ წელს აჯამებს

ისრაელიდან ტურისტების ნაკადი შეწყდა - „ბანგურიანი მესტიაში“ წელს აჯამებს

22-12-2023 14:00:00

სასტუმრო ,,ბანგურიანი მესტიაში“ ზამთრის სეზონს საახალწლოდ გაზრდილი ჯავშნებით ხვდება. ამის შესახებ Business Insider Georgia-თან სასტუმროს მფლობელმა ნოდარ ჯაფარიძემ განაცხადა.  

 

„ზამთრის სეზონი დაიწყო, მაგრამ ჯერ ტურისტების ნაკადი არ არის. 28 - დეკემბრიდან გვაქვს საახალწლო ჯავშნები“, - ამბობს ნოდარ ჯაფარიძე.

სასტუმროს მფლობელის თქმით, „ბანგურიანი მესტიაში“ კოვიდპანდემიამდე მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა და 2023 წლის სეზონზე ფრაგმენტულად იყო დატვირთული.

„ოქტომბერ-ნოემბერში სრულად დატვირთული იყო სასტუმრო. ძირითადად გვსტუმრობდნენ პოლონეთიდან და რუსეთიდან. ასევე ნაკადი გაიზარდა სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან. ევროპელი დამსვენებლები საერთოდ დავკარგეთ. ასეა მთელ რეგიონში, ყველგან ანალოგიური ვითარება. ასევე ტურისტების ნაკადი სრულად შეწყდა ისრაელიდან“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.

მისი თქმით, სვანეთში ტურისტული ნაკადების შემცირებაზე პანდემიის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომს, შემდეგ კი პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებას ჰქონდა.

„ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ არც სერვისი შეგვიცვლია და არც ფასები გაგვიზრდია. ერთბაშად 80 სტუმრის მიღება შეგვიძლია და ორ ადგილიანი ნომრის ფასი საუზმით 150 ლარი ღირს“, - ამბობს ნოდარ ჯაფარიძე

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ზამთრის სეზონისთვის არის სასტუმრო მზად და იმედოვნებს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებენ.

ამ ეტაპზე „ბანგურიანში“ 36 ნომერია. წლის განმავლობაში სასტუმროს საშუალო დატვირთულობა დაახლოებით 40%– ის ფარგლებშია, სასტუმროში დატვირთულობიდან გამომდინარე 10 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები