ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად ახორციელებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ჰამასის ობიექტებზე ღაზას სექტორში, ნათქვამია „ცახალის“ განცხადებაში.
ამავე დროს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ იტყობინება, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, ნაწილობრივ ისრაელის დაბომბვის გაზრდის გამო.
”დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 1,200-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 5,600-მდე,” - თქვა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
უახლესი
28 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს47 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”