დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით — საბანკო ნაკრების მფლობელებისთვის სიახლეებია

ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით — საბანკო ნაკრების მფლობელებისთვის სიახლეებია

11-05-2024 09:00:00

თუკი საქართველოს ბანკის სერვისების აქტიური მომხმარებელი ხარ, უთუოდ გეცოდინება საბანკო ნაკრების უპირატესობების შესახებ. ყოველდღიურად, სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელებისას, ჩვენ საკომისიოებსაც ვიხდით — იქნება ეს გადახდა, გადარიცხვა, თანხის განაღდება ან სულაც SMS ბანკით სარგებლობა. ნაკრები კი შესაძლებლობას გაძლევს, დაზოგო თანხა და ისარგებლო მრავალი საბანკო პროდუქტით შეღავათიან ფასად.

როგორც ალბათ უკვე იცი, არსებობს სამი სახის საბანკო ნაკრები: S, M და L, რაც შესაბამისად მათში შემავალი პროდუქტების რაოდენობით განსხვავდება. ნაკრები იმითაცაა ხელსაყრელი სერვისი, რომ შენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო, რომლით სარგებლობა გსურს.

S და M ნაკრების მფლობელები მრავალი საბანკო უპირატესობით სარგებლობენ, თუმცა განახლებული L ნაკრების მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებებითაც განებივრებულები არიან.

აი, რა სიახლეებია საბანკო ნაკრები L-ის მფლობელებისთვის

შოპინგი თუ გიყვარს, PLUS ქულებსაც ხშირად ხარჯავ და ამასთან საბანკო ნაკრები L-ის  მფლობელიც ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებით გაგახარებს: თუ საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადაიხდი, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებ — მათ შორის, PLUS-ის უკვე არსებულ აქციებზეც (ჯამურად მაქს. 50%-მდე).

ამასთან, დახარჯული PLUS ქულების ანაზღაურებასაც უფრო მარტივად შეძლებ: გაორმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ AmEx PLUS ბარათით გადახდისას სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე (თვეში მაქს. 10 000 პლუს ქულას).

გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ხშირად ბანკომატიდან იმაზე მეტი თანხის გამოტანაც გვჭირდება, ვიდრე ამის საშუალება გვეძლევა. ამიტომ, სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ ნაკრებ L-ში, სადებეტო ბარათით განაღდებისას გაზრდილი დღიური ლიმიტითაც შეგიძლია ისარგებლო – ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან 10 ათას ლარამდე შეძლებ გამოიტანო.

კიდევ რას მოიცავს საბანკო ნაკრები L

როგორც გითხარით, საბანკო ნაკრებები მათში შემავალი პროდუქტების რაოდენობით განსხვავდება. თუმცა, სამივე მათგანი მოიცავს მულტისავალუტო ანგარიშს, პლასტიკურ ბარათს, ციფრულ ბარათს, SMS ბანკს, ავტომატურ გადახდებსა და ავტომატურ გადარიცხვებს. რამდენი დაგეხარჯებოდა ნაკრების გარეშე მასში შემავალი პროდუქტებით რომ გესარგებლა, ნახე აქ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაკრების გაუქმება ან მისი გაუმჯობესება.

ასე რომ, თუკი ამ ყველა უპირატესობის გამოცდა გსურს, აუცილებლად გაიაქტიურე საბანკო ნაკრები. სასურველი ნაკრების გააქტიურებას შეძლებ მობილბანკსა და ინტერნეტბანკში. შეთავაზებების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აქ გაიგებ, სიახლეებისთვის თვალის მიდევნებას კი, რა თქმა უნდა, ჩვენს ბლოგზე შეძლებ.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

BOG

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები