დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირანმა განაცხადა, რომ გაზისა და ნავთობის ოთხი საბადო აღმოაჩინა

ირანმა განაცხადა, რომ გაზისა და ნავთობის ოთხი საბადო აღმოაჩინა

05-10-2023 09:45:44

ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ გამოაცხადა ნავთობისა და გაზის ოთხი ახალი საბადოების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური კვლევისას აღმოაჩინეს, იუწყება Trend.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ჩეშმ-ე-შურის გაზის საბადო რაზავი ხორასანის პროვინციაში, ასევე ილკანის (ირკანის) ნავთობის საბადო გოლესტანის პროვინციაში და ტანგუსა და განავეს ნავთობის საბადოები ბუშეჰრის პროვინციაში.

მინისტრის თქმით, ნავთობისა და გაზის მოპოვება მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, 1 მილიონ 200 ათასი ბარელითა და 45 მილიონი კუბური მეტრით გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები