დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურგა გრეიჩიენეს შეხვდა

ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურგა გრეიჩიენეს შეხვდა

01-02-2024 11:51:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, იურგა გრეიჩიენეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი, გოდა ალექსაიტე,  TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი, იუსტინა პაულაუსკაიტე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და სააგენტოს მომხმარებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

სააგენტოს თავმჯდომარემ   შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ლიეტუვასთან ურთიერთობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერია პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროინტეგრაციის გზაზე, შარშან მივიღეთ სტატუსი და ლიეტუვის გზა ამ კუთხით ძალიან  საინტერესოა. ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერილ ტვინინგის პროექტს, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება გავიზიაროთ ლიეტუვის გამოცდილება კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენი სააგენტოს განვითარებაში ლიეტუველი კოლეგების წვლილი დიდია. ჩვენს ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ამჟამად ვმუშაობთ მომხმარებელთა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, სადაც ჩვენი კოლეგა უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი.  მადლობა მხარდაჭერისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენი უწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე.

მისივე განმარტებით, 15 თვის მანძილზე, სააგენტომ არაერთი აქტუალური საქმე განიხილა, რომელთა რაოდენობა 600 აჭარბებს. მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რამაც  მომხმარებელთა და მოვაჭრეთა ქცევის პოლიტიკაზე მოახდინა გავლენა.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს, სადაც საუბარი შეეხო სააგენტოსა და ლიეტუვას კონკურენციის უწყებებს შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები