დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ქარქაშაძე  AUSTRIAN AIRLINES-ის მენეჯმენტს შეხვდა

ირაკლი ქარქაშაძე AUSTRIAN AIRLINES-ის მენეჯმენტს შეხვდა

22-04-2024 14:07:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ორჰუსში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც 2 მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებსა და სამომავლო გეგმებს.   

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES- ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები