დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა - რა განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა - რა განიხილეს

23-05-2023 13:28:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. ინფორმაციას მღავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები