საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის" პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროების მიმართულებით.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს რეგიონთაშორისი და შიდა რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის მასშტაბით ურთიერთდაკავშირების გაუმჯობესებასა და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ბანკის ძალისხმევას, გააძლიეროს მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, მიღწეული მაჩვენებლები კი, ისტორიულია.
უახლესი
5 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა