დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IPTV-ის აბონენტების 54.2%-ი მაგთიკომზე, ხოლო 37.8%-ი სილქნეტზე მოდის

IPTV-ის აბონენტების 54.2%-ი მაგთიკომზე, ხოლო 37.8%-ი სილქნეტზე მოდის

18-07-2024 10:00:00

IPTV-ის აბონენტების 54.2%-ი მაგთიკომზე, ხოლო 37,8%-ი სილქნეტზე მოდის. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 646 ათას აბონენტს შეადგინა, გასული წლის მაისში კი 614 ათასს, ზრდა 5,2%-ია.

რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლებს აქ 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  2024 წლის მაისის მდგომარეობით შემოსავლები 11 მლნ ლარის დონეზეა.

დღეისათვის IPTV-ის ბაზარზე აბონენტების უდიდეს წილს მაგთიკომი ფლობს - 54.2%.

2024 წლის მაისის მდგომარეობით IPTV-ის აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:

მაგთიკომი - 54.2%

სილქნეტი - 37,8%

სხვა - 8%,.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზრდილია სხვა მცირე ოპერატორების აბონენტების რაოდენობა, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. 

IPTV-იდან მიღებული შემოსავლების 54,3% მაგთიზე მოდის. 

IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:

მაგთიკომი - 54.3%

სილქნეტი - 38,9%

სხვა - 6.8%.

2024 წლის მაისში მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები. (პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).

2024 წლის მაისში IPTV-ის აბონენტების წილი 87%-ია, წინა წლის ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.

შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით, IPTV-ის წილი 93%-ია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდისთვის 90.8%-ს წარმოადგენდა

IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით;

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები