დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„იონას საფუტკრე" საწარმოს აშენებს და აპი ტურიზმის განვითარებას გეგმავს

„იონას საფუტკრე" საწარმოს აშენებს და აპი ტურიზმის განვითარებას გეგმავს

11-10-2024 08:30:00

კომპანია „იონას საფუტკრე“, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს და უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს.

როგორც როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი იონათამაშვილმა განუცხადა, მალე დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში საწარმოს სამშენებლო სამუშაოებს დაასრულებენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ააშენეს.

„ახალი საწარმო ავაშენეთ სოფელ ახატანში, სამშენებლო პროცესი უკვე დასრულების პირასაა. ასევე გვაქვს აპი ტურიზმის მიმართულება, რომელიც აგროტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა.

„იონას საფუტკრეს“ აპი სახლი გვაქვს ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს. აპი ტურიზმი არის თერაპია, რომელიც კარგია სასუნთქი გზებისთვის და ფილტვებისთვის. აპი სახლი არის ხის კოტეჯი და ქვეშ არიან ფუტკრები. ფუტკარი გამოსცემს ვიბრაციას რასაც გრძნობს ადამიანი და სასუნთქი გზების სამკურნალოდ სასარგებლოა“, - ამბობს გიორგი იონათამაშვილი.

მისი თქმით აპი სახლებზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში. საქართველოში ეს ბიზნესი ახლა  იწყებს განვითარებას.

„აპი სახლში რამდენიმე უცხოელ ტურისტს საცდელად ვუმასპინძლეთ. ვგეგმავთ გაფართოებას. აპი ტურიზმი საკმაოდ პოპულარულია. სტუმრების მიღების მიზნით მოვაწყვეთ ორი კოტეჯი. გვაქვს მუზეუმი, სადაც. ფუტკრის შესახებ არის ლიტერატურა და ამ მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას“, - ამბობს „იონას საფუტკრეს“ მფლობელი.

„იონას საფუტკრე“ დაახლოებით 150 სკას ფლობს. კომპანიას აქვს ორი საფუტკრე, ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე, დუშეთის რაიონში სოფელ ახატანში. ასევე მალე დასრულდება საწარმოს მშენებლობა, სადაც ფუტკრის 25 დასახელების პროდუქტი მზადდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები