კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia-თან საქართველოში ინვესტიციების ზრდის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
ეკონომისტის შეფასებით, საქართველოში ინვესტიციები სექტორულად გაიზარდა.
„ვფიქრობ, ინვესტიციები სექტორულად უფრო გაიზარდა. 2022 წელი კარგად დაიწყო. მარტშივე ქვეყანაში შემოვიდა მსხვილი ინვესტიცია. კერძოდ, კომპანია GWP-ში ესპანეთიდან $200 მილიონის კაპიტალდაბანდება განხორციელდა.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გეოპოლიტიკური ვითარება რთულია, უკრაინაში ომია. საქართველოში შედარებით სტაბილური ვითარებაა. შესაძლოა, ამის გამო ინვესტიციების გარკვეული ნაკადი ჩვენკენ წამოვიდა.
დეველოპერულ სექტორში წახალისდა ინვესტიციებით, მათ შორის მიგრანტების შემოსვლის შემდეგ.
რაც შეეხება საფინანსო სექტორს, ყოველთვის იყო ლიდერი ამ პოზიციაზე, რადგან ამ სეგმენტში ბრუნვა დიდია და საფინანსო სექტორის გავლით ხდება სხვა სექტორების დაფინანსება“, - ამბობს ბერიკაშვილი.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა სექტორულად ასე გადანაწიოლდა:
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.
უახლესი