დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტიციამ გაამართლა, ჩვენი ბაღებიდან პირველი მოსავალი მივიღეთ - Harvest

ინვესტიციამ გაამართლა, ჩვენი ბაღებიდან პირველი მოსავალი მივიღეთ - Harvest

24-06-2024 15:00:00

კომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“-მ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე Harvest • მოსავალის ბრენდით ოპერირებს და 2021 წელს სოფელ „ძველ ქანდაში“ 200 ჰექტარზე ხეხილისა და ნუშის ბაღები გააშენა, წელს პირველი მოსავალი მიიღო. 

როგორც Business Insider Georgia-სთან Harvest • მოსავალის პროექტების ხელმძღვანელმა თამარ ბერულავამ განუცხადა წელს მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან, ხოლო სამომავლოდ ექსპორტსაც გეგმავენ.
„პირველი მოსავალი არის გარგარი. მოლოდინი გაგვიმართლდა, მოსავალი კარგი ხარისხის არის, გამოირჩევა კალიბრით, გემოვნური თვისებებითა და ვიზუალით და ამ კუთხით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობაში ვართ. ამ დროისთვის, ჩვენი პირველი მოსავალი იყიდება აგროჰაბში, წერტსა და ნიკორაში“, - ამბობს თამარ ბერულავა.   
ერთი კვირის განმავლობაში Harvest-ის ბაღებში მიღებულმა გარგარის მოსავალმა 20 ტონა შეადგინა. აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ 40 ტონას მიიღებენ. 
Harvest-ის ბაღებიდან წელს ასევე ატმის, ვაშლატამასა და  ვაშლის პირველ მოსავალს მიიღებენ. 
„ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა არის და შესაბამისად ხილის რეალიზაცია პრობლემა არ იქნება. Harvest-ის ბაღებიდან ბრტყელი ატმის მოსავალს აგვისტო-სექტემბერში აიღებენ, ხოლო ატმის კრეფა ივლისში დაიწყება. გვაქვს მოლოდინი, რომ ატმის მოსავალი 30 ტონას მიაღწევს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 
Harvest • მოსავალი სეზონზე 50 ადამიანს ასაქმებს, ხოლო მუდმივად დასაქმებულია 15 ადამიანი. კომპანიას ამ პროექტში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები