დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფორმაცია ტურების შესახებ | ენგური ატრაქცია • Enguri attractions

ინფორმაცია ტურების შესახებ | ენგური ატრაქცია • Enguri attractions

05-05-2024 13:25:00

გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია ბილეთებისა და ტურების შესახებ:

• საფეხმავლო ტური

• მოკლე ტური

• სრული ტური

 Information About Tickets and Tours:

• WALKING TOUR

• SHORT TOUR

• FULL TOUR

• საფეხმავლო ტური | მოიცავს გადასახედი პლატფორმიდან ენგურის კაშხლისა და მიმდებარე ლანდშაფტის ხედების დათვალიერებას. გადასახედ პლატფორმაზე გაეცნობით სხვადასხვა საინფორმაციო ბანერს. აგრეთვე მოინახულებთ ქეთი მელქაძის გალერეა Fe Room-ს, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების მუდმივმოქმედი გამოფენა და კინო დარბაზს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ ისტორიული და ანიმაციიური ფილმები ენგურჰესის შესახებ. 

• მოკლე ტური | ხანგრძლივობა შეადგენს 20/30 წუთს. ტური მოიცავს უშუალოდ კაშხლის ტერიტორიაზე შესვლას, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. ასევე მოინახულებთ წყლის შემკრებ შენობას და ისარგებლებთ საფეხმავლო ტურში შემავალი ყველა კომპონენტით. ტური მოიცავს ტრანსპორტით გადაადგილებას გიდის თანმხლებით. 

• სრული ტური | თქვენ მოინახულებთ ენგურის კაშხლის ყველა ძირითად კომპონენტს. ტური მოიცავს კაშხალზე გაჩერებას, დისკური ფარების შენობის, 315 ნიშნულზე არსებულ გვირაბისა და პერიმეტრალური გვირაბის მონახულებას, სადაც მოწყობილია სხვადასხვა სახის ინსტალაცია. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კი შეგეძლებათ თქვენი ემოციის გაზიარება. აგრეთვე ისარგებლებთ საფეხმავლო ტურში შემავალი ყველა კომპონენტით. ტური მოიცავს ტრანსპორტით გადაადგილებას და გიდის მომსახურებას. ტურის ხანგრძლივობა გრძელდება დაახლოებით ორი საათი.

May be a graphic of map and text

 

May be an image of text

 

May be an image of text

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები