დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სასურსათო და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა - გოგიტა თოდრაძე

ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სასურსათო და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა - გოგიტა თოდრაძე

03-01-2024 15:07:00

ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი წლიურ ჭრილში ორ სასაქონლო ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა. ეს გახლავთ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, რომლის ფასები დაახლოებით 3 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„განსაკუთრებით შემცირება აღინიშნება ზეთსა და ცხიმზე, ასევე გარკვეულ კატეგორიის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. რაც შეეხება მეორე სასაქონლო ჯგუფს - ეს გახლავთ ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც ძირითადად კლება განაპირობა გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო აპარატურაზე ფასების შემცირებამ“, - აღნიშნა თოდრაძემ.

დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.4 პროცენტი შეადგინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები