შეძლება ითქვას, რომ ბოლო თვეებში ჩვენს ქვეყანაში ინფლაცია მოითოკა - ამის შესახებ მედიას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტრიგერი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებაზე განაგრძოს მუშაობა. ერთხელ უკვე შეამცირა, მაგრამ დროა, რომ ეს განაკვეთი კიდევ უფრო შემცირდეს. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ამ საკითხს განიხილავს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებს“, - განაცხადა ფხაკაძემ.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს. ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია.
რაც შეეხება ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 0.6%-მდე შენელდა, წინა თვის 1.5%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად შერეული (-6.8% წ/წ) და იმპორტირებული საქონლის (-5.9% წ/წ) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას (+8.5% წ/წ ივნისში, ხოლო +9.1% წ/წ მაისში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მცირედით გაიზარდა მაისში და 4.0% შეადგინა (+0.1პპ თ/თ).
უახლესი