როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია გლობალურ გამოწვევად იქცა და ის კვლავაც მნიშვნელოვანითავსატეხია მრავალი ძლიერი ეკონომიკისთვის მთელ მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ მივიღეთ ქმედითიღონისძიებები, რის შედეგადაც ივნისში ინფლაციამ მხოლოდ 0.6% შეადგინა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვასაერთაშორისო ინსტიტუტებისგან.
„გარდა ამისა, საქართველოს სუვერენულმა საკრედიტო რეიტინგებმა გადააჭარბა პანდემიამდელდონეს, რაც ასახავს ჩვენი ქვეყნის მდგრადობას და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებელს. Fitch Ratings-მასაქართველოს პერსპექტივა BB „სტაბილურიდან" გაზარდა BB „დადებითამდე"; ეს პოზიტიურიცვლილება ჩვენი მთავრობის ეფექტურ მმართველობის შედეგია, ისევე როგორც ეკონომიკურგანვითარება და მაკრო-ფისკალური პოლიტიკის სანდო ჩარჩო. ეს დადებითი რეიტინგები ხაზს უსვამსნდობას საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და დარგობრივი პოლიტიკის მართვის მიმართ.
ჩვენმა მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ამმხარდამჭერი სამართლებრივი და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისთვის. შედეგად, ჩემმა ქვეყანამმსოფლიოში წამყვანი პოზიციები მოიპოვა:
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის; ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ღია ბიუჯეტის კვლევა საქართველოს პირველადგილზე ასახელებს; Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშისმიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ თხუთმეტეულშიადა გლობალურად 165 ქვეყანას შორის მე-15 ადგილს იკავებს; Heritage Foundation-ის ეკონომიკურითავისუფლების ინდექსთ 2023 წელს, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და ევროკავშირის 11 წევრსახელმწიფოზე ბევრად წინ დგას; ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო მშენებლობის კვლევისცენტრის ანგარიშის - „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს" - მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანიპროგრესი იქონია და გამჭვირვალობის ინდექსში 54-დან მე-17 ადგილზე დაწინაურდა 2023 წელს
მეგობრებო, ზემოთმოყვანილი მაჩვენებლები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმმნიშვნელოვანი მიღწევებისა, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაშიდა მე ვამაყობ იმით, რომ გრძელვადიანი წარმატება უკავშირდება ჩვენი მთავრობის ძალისხმევასსაქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად გადაქცევაში", - განაცხადაპრემიერმა.
უახლესი
5 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა