ჩვენი ველნეს პროგრამები ჰოლისტიკურ გაჯანსაღებას გულისხმობს და იქმნება სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ახლოური. მისი განმარტებით, განვითარებულ ქვეყნებში ჰოლისტიკურ ველნესზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.
„Bioli Wellness Resort-ი ინდუსტრიის წამყვანი და ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ განვითარდეს ისეთივე მიმართულებით, როგორითაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ველნეს კლინიკები და რეთრითები: Lanserhof, Sha Wellness Clinic, Palace Merano, Clinique La Prairie და სხვა.
ჩვენი ველნეს პროგრამები ჰოლისტიკურ გაჯანსაღებას გულისხმობს და იქმნება სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ანუ აერთიანებს ტრადიციულ ველნესს და სამედიცინო მიდგომას. განსაკუთრებული კლიმატური პირობები, მრავალწლიანი კვლევები, პრემიუმ კლასის სერვისი და მაღალკვალიფიციური პერსონალი - ეს ის ფაქტორებია, რაც კურორტს უნიკალურ პოზიციას ანიჭებს.
დღეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჰოლისტიკურ ველნესზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, თუმცა საქართველოში ეს ტენდენცია ასე მკვეთრად გამოხატული არ არის. საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობა, როგორც მდიდარი ველნეს ტრადიციების და კლიმატური კურორტების ქვეყნის, არც ისე მაღალია და გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ამ საკითხს დიდი ყურადღება დაეთმობა“, - აცხადებს Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერი.
უახლესი