ინდოეთის მთავრობა აპირებს ქვეყანას ყოფილი სახელი ბჰარატი დაუბრუნოს. ამის შესახებ ინდოეთის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელმა ჯაირამ რამეშიმ X-ზე დაწერა.
„ახლა კონსტიტუციის 1-ლი მუხლი შეიძლება იკითხებოდეს: ბჰარატი, ანუ ინდოეთი, უნდა იყოს სახელმწიფოთა კავშირი“, - წერს ჯაირამ რამეში.
მან აღნიშნა, რომ G20-ის ოფიციალური სადილის მოსაწვევები ინდოეთის პრეზიდენტისგან იგზავნება "პრეზიდენტ ბჰარატის" სახელით, ვიდრე ჩვეულებრივ "ინდოეთის პრეზიდენტის".
„ბჰარატს ინდოეთი ბრიტანელებმა გადაარქვეს. ჩვენი ქვეყანა ათასობით წელია ცნობილია ბჰარატის სახელით... ეს არის ქვეყნის უძველესი სახელი, რომელიც გვხვდება ძველ სანსკრიტულ ტექსტებში. სახელი "ინდოეთი" კოლონიურმა რეჟიმმა დაარქვა და ამდენად არის მონობის სიმბოლო. სახელი „ინდოეთი“ კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს“, - განაცხადა ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ერთ-ერთმა წევრმა.
შესაბამისი დადგენილება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც 18-22 სექტემბერს გაიმართება.
უახლესი