დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდოეთი, მსოფლიოში განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდ ცენტრს ქმნის

ინდოეთი, მსოფლიოში განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდ ცენტრს ქმნის

13-10-2023 10:26:31

მსოფლიოში ყველაზე დიდი განახლებადი ენერგიის წარმოების ცენტრი ინდოეთში აშენდება, რომელიც გუჯარატში ქალაქ მუნდრაში განთავსდება. მშენებლობას მსხვილი კომპანია „ადანი ჯგუფი“ განახორციელებს. ამის შესახებ Money Control-ი იტყობინება.

ცენტრის ტერიტორიაზე მზის მოდულები, ქარის ტურბინები და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოქმნის სხვა დანადგარები დამონტაჟდება, - იუწყება გამოცემა.

მუნდრაში საწარმოო ერთეულებისა და პორტის ერთობლივი განთავსება ასევე ხელს შეუწყობს პროდუქციის ექსპორტს. „ადანის ჯგუფის“ დაყენებული მზის მოდულის სიმძლავრე ამჟამად 4 გიგავატს შეადგენს. დაგეგმილ ცენტრში კომპანია ასევე აპირებს ყველა დამხმარე აღჭურვილობის წარმოებას, მათ შორის შუშის, ეთილენ ვინილის აცეტატის (EVA) ფირის, დამცავი ფურცლისა და ალუმინის ჩარჩოების წარმოებას, რომლებიც გამოიყენება მზის პანელებში.

„ეს იქნება მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ინტეგრირებული ეკოსისტემა მზის ენერგიის წარმოებისთვის. ჩინეთიც კი არ აწარმოებს ყველა დამხმარე მოწყობილობას და სრულად ინტეგრირებულ ეკოსისტემას ერთ ადგილზე", - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები