დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდოეთი ბრილიანტის იმპორტს ორი თვით აჩერებს

ინდოეთი ბრილიანტის იმპორტს ორი თვით აჩერებს

27-09-2023 11:30:49

ინდოეთის ალმასის სექტორმა რეკომენდაცია გაუწია ქვეყანაში ალმასის ნედლეულის იმპორტის შეჩერებას. რეგულაცია ძალაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შევა და ორი თვის განმავლობაში იქნება აქტიური. 

ამის შესახებ ინდუსტრიის ფასების სააგენტოს Rapaport-ის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, იმპორტის შეჩერება 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც ქვეყნის სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვითარებას დეკემბრის პირველ კვირაში კვლავ შეისწავლიან.

Rapaport აღნიშნავს, რომ აღნიშნული ღონისძიება COVID-19 პანდემიის შემდეგ ინდუსტრიაში ყველაზე რადიკალურია.

„ეს ალმასით ვაჭრობის მკვეთრი შემცირების საპასუხო ნაბიჯია აშშ-ში ნელი საცალო გაყიდვების, ლაბორატორიაში მოყვანილი ბრილიანტების გაზრდილი კონკურენციის და ჩინეთის ეკონომიკური ვარდნის ფონზე“, - აღნიშნულია Rapaport-ის განცხადებაში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები