დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპორტი, კვერცხის წარმოების განვითარებას აფერხებს - „კუმისი“

იმპორტი, კვერცხის წარმოების განვითარებას აფერხებს - „კუმისი“

24-05-2023 13:10:25

კვერცხი საქართველოში ერთადერთ პროდუქტად მიიჩნევა, სადაც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%-ია, მაგრამ წარმოება ჭარბი იმპორტის გამო პრობლემების წინაშეა.

როგორც ,,მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მთავარი პრობლემა ადგილობრივი წარმოებისთვის იმპორტია, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

`„მეფრინველეობაში სულადობა არ შეგვიმცირებია, კლება უმნიშვნელოა, რაც წარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა გამოწვევად კვლავ იმპორტი რჩება. ამას ემატება მაღალი გადასახადები, მუდმივად ერთი და იგივე პრობლემაა. თურქეთში კვერცხის წარმოება გაზრდილია და ამან საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ახლომდებარე, ღია ბაზარზე“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

რაც შეეხება ფასს, მისი ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში 5-7%-ით გაიაფდა და ტენდენცია გაგრძელდება.

ცნობისთვის, საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავალმა ამ მიმართულებით $12 790-დან $684 260-მდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი იმპორტიც თურქეთზე მოდის, ვინაიდან როგორც 2022 წლის, ისე 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ თურქეთიდან შემოვიდა კვერცხი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები