„იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა იშრომო, დაისახო მიზანი და გქონდეს მოტივაცია“ - ეს არის პრინციპი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის რევაზ მინდორაშვილის მთავარ მეგზურად იქცა „წინ და წინ, წარმატებისკენ“ სვლაში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ამბობს, რომ მოტივაცია ყოველი მიღწეული მიზნიდან ახლის დასაბამია. ოლიმპიურ ჩემპიონს წინსვლა აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია და ახლა უკვე გზას მომავალ თაობას უკვალავს.
წინ და წინ - წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, განათლებისკენ, ზრუნვისკენ, ინოვაციებისა და განვითარებისკენ!.. - „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბური კამპანია კომპანიის 30 წლის იუბილესთვის მზადების პერიოდისთვის შეიქმნა, რომელსაც ჰოლდინგი 2025 წელს აღნიშნავს. ამ კამპანიის ფარგლებში კომპანიამ, თავისი განვითარების გზასთან ერთად, წარმოადგინა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.
უახლესი