იმას მივაღწიეთ, რომ მსოფლიო რუკაზე მოვინიშნეთ და ჩვენს კურორტებზე საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული მსოფლიო ჩემპიონატების თუ თასების მასპინძლობის შემდეგ საქართველომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო.
„ჩვენ დიდი გამოცდილება გაქვს, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ხარისხით. ეს აღიარება მოვიპოვეთ სათხილამურო ფედერაციის დელეგატების და არა მხოლოდ დელეგატების, იმ გუნდების წყალობით, რომლებიც მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატში.
ამის შემდეგ სრული ნდობა გამოგვიცხადა ჩვენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. შესაბამისად მუდმივ კალენდარში ჩავსვით ფრისტაილის მიმართულებით გარკვეული დისციპლინები, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ამით წინა სეზონიც გამორჩეული იყო, სამი მსოფლიო თასი ჩავატარეთ. ასევე ჩავატარეთ ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდ კროსის მიმართულებით. სწორედ ბაკურიანმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო ახალი პარტნიორობა დაგვემყარებინა Freeride World Tour-თან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია, მაგრამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოჯახის წევრია“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი.
ირაკლი ბურჭულაძე განმარტავს, რომ ბაკურიანისადმი ინტერესი იზრდება, ასევე იზრდება ვიზიტორების რაოდენობა გუდაურშიც.
„იმას მივაღწიეთ, რომ მსოფლიო რუკაზე მოვინიშნეთ, სწორედ ბაკურიანის ჩემპიონატი, მსოფლიო თასების შემდეგ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. ევროპელი ვიზიტორი და არამხოლოდ ევროპელი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს და ყოველწლიურად დინამიკაში ვხედავთ, რომ იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა. განსაკუთრებით ვიზიტორების.
გუდაურში მუდმივად იყო, მაგრამ გუდაურშიც გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და სხვა კურორტებზეც. ბაკურიანშიც მივაღწიეთ იმ დივერსიფიკაციას, რომ არამხოლოდ ლოკალური კურორტია, არამედ საკმაოდ ბევრი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ვიზიტორი სტუმრობს და გაზრდილია ბაკურიანზე მოთხოვნა“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი.
უახლესი
35 წუთის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა4 საათის წინ
თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება