მომავალში ადამიანები აღარ გამოიყენებენ ტელეფონებს, მათ დასჭირდებათ ტვინის იმპლანტები კომუნიკაციისთვის.
ამის შესახებ ამერიკელმა მეწარმემ და მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ "X"-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„დააყენებდით თუ არა Neuralink ინტერფეისს თქვენს ტვინში, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ახალი ტელეფონი X თქვენი გონებით? - ეს კითხვა სოციალური ქსელის მომხმარებლებს პაროდიული ანგარიშის ავტორმა Not Elon Musk-მა დაუსვა..
თავის მხრივ, თავად მასკმა კომენტარი გააკეთა პოსტზე და თქვა, რომ მომავალში მობილური მოწყობილობები საერთოდ არ იქნება საჭირო.
„მომავალში არ იქნება ტელეფონები, იქნება მხოლოდ Neuralink“, - უპასუხა მასკმა პოსტის ავტორს კომენტარში.
უახლესი