მილიარდერმა ილონ მასკმა თავისი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის xAI-ის Grok-ის მოდელის გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება X Premium+ აბონენტებისთვის.
ამის შესახებ მან თავის X გვერდზე დაწერა.
მასკმა აღნიშნა, რომ ახალი xAI მოდელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით უკეთესია, ვიდრე კონკურენტები. Grok-ი იმუშავებს როგორც ჩატბოტი და უნდა იყოს OpenAI-ის ChatGPT-ის ან Google-ის Bard-ის პირდაპირი კონკურენტი.
ილონ მასკი იყო OpenAI-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, მაგრამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თანამდებობა 2018 წელს დატოვა.
ასევე, მასკის თქმით, Grok-ის ექნება ინფორმაციაზე წვდომა რეალურ დროში, რაც სხვა მოდელებთან შედარებით უპირატესია.
უახლესი