ილონ მასკი აშშ-ში კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელის ქონება 251 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ილონ მასკი კვლავ ლიდერობს აშშ-ს 400 უმდიდრესი მოქალაქის სიაში, რომელსაც ყოველწლიურად ჟურნალი Forbes ადგენს.
გამოცემამ SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელის ქონება 251 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც დაახლოებით გასული წლის მაჩვენებელს უტოლდება, როდესაც მასკიც ამ სიის სათავეში იყო.
მეორე ადგილზეა ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი (161 მილიარდი დოლარი), მესამეზე კი კორპორაციის Oracle-ის ერთ-ერთი შემქმნელი ლარი ელისონი (158 მილიარდი დოლარი).
მეოთხე და მეხუთე პოზიციები დაიკავეს Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა ($121 მილიარდი) და Google Corporation-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი პეიჯმა ($114 მილიარდი).
სიაში მეექვსე ადგილი Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 111 მილიარდი დოლარით დაიკავა.
უახლესი
5 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა