დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
III კვარტალში მშპ-ს მოცულობა 21 248.7 მლნ. ლარს გაუტოლდა

III კვარტალში მშპ-ს მოცულობა 21 248.7 მლნ. ლარს გაუტოლდა

19-12-2023 11:21:00

2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 248.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2023 წლის III კვარტალში 2.7 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.3 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (13.7 პროცენტი), განათლება (13.6 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (17.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.3 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-7.5 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-1.0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.9 პროცენტი), მშენებლობა (7.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5 პროცენტი).

შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 ნოემბერს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები