2023 წლის III კვარტალში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის III კვარტალთან შედარებით 18%-ით, 3,871 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 19%-ით შემცირდა და 164 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში III კვარტალში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის III კვარტალში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 969 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 711 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უახლესი